ვაკანსია პროფესიულ პროგრამებზე

ვაკანსია პროფესიულ პროგრამების მასწავლებლის პოზიციაზე

ცხადდება კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქში მდებარე III კორპუსში  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების  განსახორციელებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებლად მოწვევისათვის შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

1. ინტეგრირებულ ზოგად მოდულებზე:

მოდული კომუნიკაცია ქართულ ენაზევაკანტური ადგილი 2

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:

  • სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

). მოდული მეწარმეობა – ვაკანტური ადგილი 2 (მათ შორის 1 რეზერვი 

პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე საგნის „გეოგრაფია“ სწავლების სამწლიანი გამოცდილება; 
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით -გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი და სამოქალაქო განათლებაში გადამზადების კურსი;  სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება   სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით ეკონომიკური მეცნიერებები/ბიზნეს ადმინისტრირება/საზოგადოებრივი გეოგრაფია  (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • ეკონომიკურ  დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკასა და სამოქალაქო განათლებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • სახელმწიფო ენის ფლობა.

მოდული მათემატიკური წიგნიერება – ვაკანტური ადგილი 1

 პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:

  • ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით მათემატიკა (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრანტი სპეციალობით „მათემატიკა“ (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მათემატიკის  დოქტორი (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • სახელმწიფო ენის ფლობა.

მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები  ოთხ კომპონენტს აერთიანებს (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია).

  • მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ქიმიის კომპონენტი – 2 ადგილი

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე  ქიმიის   სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული   ქიმიის   მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით  ქიმია   (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით  ქიმია   (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  •  ქიმიის  დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება);
  • სახელმწიფო ენის ფლობა.
  • მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, გეოგრაფიის კომპონენტი – 2 ადგილი

მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთერთ მოთხოვნას:

  • სკოლაში საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე გეოგრაფიის სწავლების სამწლიანი გამოცდილება;
  • საგნობრივი გამოცდით დადასტურებული  გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  • ბაკალავრი სპეციალობით გეოგრაფია (მასწავლებლობის უფლებით – გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  • მაგისტრი სპეციალობით  გეოგრაფია (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს);
  •  გეოგრაფიის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება), ან ექიმი/მედიცინის დოქტორი (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება);
  • სახელმწიფო ენის ცოდნა.

  შენიშვნა: პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც მოდულის ფარგლებში ორი ან მეტი საგნის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქციები:

– ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლება მისი მიზნების შესაბამისად;

– პროფესიული სტუდენტის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

– პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება და შეფასება;

– საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება;

– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;  საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებში მონაწილეობა;

– მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიული სტანდარტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს გასაუბრების დროს მოეთხოვება წარმოადგინოს ინტეგრირებული მოდულის განხორციელების მისეული ხედვა.  გასაუბრების თარიღი მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს ეცნობება ინდივიდუალურად.

 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივრსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 1 საკონტაქტო საათზე  15 ლარის ოდენობით .

            კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმდება პირობითი ხელშეკრულება და შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დაიდება ახალი შრომითი ხელშეკრულება   მოდულის/მოდულების განხორციელების ვადით.

 გასაუბრებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ) cv;

გ) ფოტოსურათი 3×4;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

ვ) ცნობები:

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ.“

 (ცნობები წარმოდგენილი უნდა იქნეს გასაუბრების შემდეგ);

საბუთების მიღება წარმოებს 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით,  (შაბათ-კვირის ჩათვლით). საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე [email protected] , ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდიზე (www.hr.gov.ge). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 577987719 .

2პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა  კომპიუტერული ქსელი და სისტემები  – 1 ადგილი შემდეგი მოდულების განსახორციელებლად:

  • Windows სერვერულ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა
  • Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისების ბაზისური გამართვა
  • Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა
  • Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ბაზისური გამართვა

ზოგად მოდულებზე:

ა) ინფორმაციული წიგნიერება   – 2 ადგილი (მათ შორის 1 რეზერვი)

ბ) რაოდენობრივი წიგნიერება–2 ადგილი

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც ორი ან მეტი მოდულის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.

პროფესიული განათლების მასწავლებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • სახელმწიფო ენის ფლობა
  • უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილება

სასურველი:

  • პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფლობა
  • კომპიუტერული პროგრამებისა და ოპერაციული სისტემების ფლობა.

პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქციები:

– პროფესიული სტუდენტის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

– პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება და შეფასება;

– საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება;

– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;  საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებში მონაწილეობა;

– მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიული სტანდარტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება.  გასაუბრების თარიღი მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს ეცნობება ინდივიდუალურად.

 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივრსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 1 საკონტაქტო საათზე  15 ლარის ოდენობით.

            კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან გაფორმდება პირობითი ხელშეკრულება და შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დაიდება ახალი შრომითი ხელშეკრულება   მოდულის/მოდულების განხორციელების ვადით.

 გასაუბრებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ) cv;

გ) ფოტოსურათი 3×4;

დ) უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

ვ) ცნობები:

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ.“

 (წარმოდგენილი უნდა იქნეს გასაუბრების შემდეგ);

საბუთების მიღება წარმოებს 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით,  (შაბათ-კვირის ჩათვლით). საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე [email protected] , ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდიზე (www.hr.gov.ge). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 577987719 .

პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

გ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

დ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, რომელიც სასწავლო პროცესიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს დღის სხვადასხვა მონაკვეთში;

ე) ისარგებლოს ყოველწლიური 24 დღიანი (სამუშაო) ანაზღაურებადი შვებულებით ასევე, ანაზღაურების გარეშე შვებულებით შრომის კოდექსით დადგენილი წესით. Dსულ მცირე 15 კალენდარული დღისა. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ.დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

ვ) მიიღოს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურება, საქართველოს შრომის კოდექსით და უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით დადგენილი წესითა და ოდენობით.

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია:

ა) სასწავლო ცხრილის შესაბამისად პირადად ჩაატაროს პროფესიული მოდულით/მოდულებით გათვალისწინებული საკონტაქტო საათები;

ბ) მისცეს პროფესიულ სტუდენტს ხარისხიანი განათლება;

გ) სასწავლო პროცესის წარმართვისას იხელმძღვანელოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, დებულებებითა და ინსტრუქციებით;

დ) შეავსოს პროფესიული პროგრამით განსაზღვრული პროფესიული სტუდენტის შეფასებისა და სხვა ფორმები;

ე) განახორციელოს სასწავლო და მეთოდური მუშაობა;

ვ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.