თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდიანტთა შერჩევა

ცხადდება კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად!

თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდია  (300 ლარი) გაიცემა სამი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:

  • ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;
  • აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა;
  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა.

თამაზ ბექაიას სახელობის სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები:

სტიპენდია გაიცემა 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრის  მონაცემების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის  მიღების აუცილებელი წინაპირობა: სემესტრული შეფასებების საშუალო არითმეტიკული არ უნდა იყოს 91 ქულაზე ნაკლები.

სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები:

  1. სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში მონაწილეობა:
  • საუნივერსიტეტო კონფერენცია – 10 ქულა;
  • რესპუბლიკური კონფერენცია – 12 ქულა;
  • საერთაშორისო კონფერენცია – 15 ქულა;
  • სამეცნიერო სტატია ეროვნულ გამოცემაში – 20 ქულა;
  • სამეცნიერო სტატია რესპუბლიკურ გამოცემაში – 30 ქულა;
  • სამეცნიერო პროექტში მონაწილეობა – 30 ქულა.
  • საგანმანათლებლო პროექტებში, პროგრამებში მონაწილეობა, კონკურსებში გამარჯვება  – 15 ქულა;
  • საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში   მონაწილეობა  – 10 ქულა;
  • უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში მონაწილეობა – 10 ქულა;
  • სპეციალობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი საქმიანობა  
  • შეხვედრები, სარეკლამო ღონისძიებები – 10 ქულა
  •  საგაზეთო და ინტერნეტ გამოცემების ბუბლიკაციები  – 10 ქულა

 სტიპენდიანტი შეირჩევა კომისიური წესით. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს.  

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია,  გთხოვთ,  ატვირთოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/SWLFLJiHb8TMXLsu5

  1. ავტობიოგრაფია CV
  2. 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრში სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში,საგანმანათლებლო პროექტებში, პროგრამებში,  კონკურსებში,  უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში, სპეციალობის პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის, საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა, სერტიფიკატი,  ფოტომასალა, ფოტომასალა,  ლინკი და ა. შ. ).

დოკუმენტაცია მიიღება 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით 13 საათამდე.