მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდიანტთა შერჩევა

მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია

მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია  გაიცემა   დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: სტიპენდია გაიცემა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგიმის სემესტრის  მონაცემების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის  მიღების აუცილებელი წინაპირობა: სემესტრული შეფასებების საშუალო არითმეტიკული არ უნდა იყოს 91 ქულაზე ნაკლები.

სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები:

  1. სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში მონაწილეობა:
  • საუნივერსიტეტო კონფერენცია – 10 ქულა;
  • რესპუბლიკური კონფერენცია – 12 ქულა;
  • საერთაშორისო კონფერენცია – 15 ქულა;
  • სამეცნიერო სტატია ეროვნულ გამოცემაში – 20 ქულა;
  • სამეცნიერო სტატია რესპუბლიკურ გამოცემაში – 30 ქულა;
  • სამეცნიერო პროექტში მონაწილეობა – 30 ქულა.
  • საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში   მონაწილეობა  – 10 ქულა;
  • უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში მონაწილეობა – 10 ქულა;
  • სპეციალობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი საქმიანობა  
  • შეხვედრები, სარეკლამო ღონისძიებები – 10 ქულა
  •  საგაზეთო და ინტერნეტ გამოცემების ბუბლიკაციები  – 10 ქულა

 სტიპენდიანტი შეირჩევა კომისიური წესით. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია,  გთხოვთ,  ატვირთოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/YfdR7Mx57kwoVHwGA

  1. ავტობიოგრაფია CV
  2. 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგიმის სემესტრში სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში,საგანმანათლებლო პროექტებში, პროგრამებში,  კონკურსებში,  უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში, სპეციალობის პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის, საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა, სერტიფიკატი,  ფოტომასალა, ფოტომასალა,  ლინკი და ა. შ. ).

დოკუმენტაცია მიიღება 25 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით 13 საათამდე.