60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 26 სექტემბერს;
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა (წერა) ჩატარდება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს;
გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ;
გამოცდა ჩატარდება ზუმის პლატფორმის საშუალებით, წერითი და ზეპირი დავალების ლინკები დაიდება მოგვიანებით, რომელიც გეცნობებათ დამატებით.
სააპელაციო განცხადების მიღება იწარმოებს 2 ოქტომბერს;
საბოლოო შედეგების გამოცხადება – 4 ოქტომბერს.
რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWpzsbBRXdAoACrhf9pFKsVkWeZxkPgfJ6fsyO9PppFr3epw/viewform
(გაითვალისწინეთ რეგისტრაციისთვის საჭიროა ყველა კონკურსანტს ჰქონდეს gmail-ის ფოსტა)
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა);
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად);
- CV (ავტობიოგრაფია);
- პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.
მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:
- ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია
- ისტორია
- ფიზიკა
- ბიოლოგია
- ქიმია
- სამოქალაქო განათლება
- ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
გისურვებთ წარმატებას!