- სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნები გამოცხადდეს 2023 წლის 02 მაისს;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2023 წლის 02 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით;
- სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 17 ივლისს;
- სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:
ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ე) სამოქმედო გეგმა.