კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე

  1. სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნები გამოცხადდეს 2023 წლის 02 მაისს;
  2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2023 წლის 02 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით;
  3. სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 17 ივლისს;
  4. სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
  5.  არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა  სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

    ა)  განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

     ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

      გ) ავტობიოგრაფია (CV);

     დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

       ე) სამოქმედო გეგმა.