კონსორციუმის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩეხეთში

ETHICS-Erasmus + პროექტის კონსორციუმის პირველი სამუშაო შეხვედრა ; მასპინძელი-ჩარლის უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთი

2023 წლის 2-5 მაისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პირველი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. შეხვედრას, რომლშიც მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრები – ევროკავშირის პარტნიორი ინსტიტუტების, საქართველოს უნივერსიტეტების და ასევე არასაუნივერსიტეტო პარტნიორების წარმომადგენლები. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდა პროექტის სტაფის სამი წევრი: პროფ. თინა გელაშვილი (მენეჯერი), ასოც. პროფ. მაკა მურვანიძე და მასწ. თეონა ჟუჟუნაძე.

ჩარლზის უნივერსიტეტის მედიცინის პირველმა ფაკულტეტმა (CUNI) უმასპინძლა.

ოთხდღიანი სამუშაო პროგრამა მოიცავდა საპროექტო შეხვედრებს, ლექციებს და სასწავლო ვიზიტს. ოფიციალურ პროგრამას მოჰყვა სოციალური პროგრამა პრაღის ისტორიული ცენტრის დათვალიერებით და ჩარლზის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვახშამი.

პირველ დღეს კონსორციუმს მისასალმებელი სიტყვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ, ნარკომანიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ჩარლზის უნივერსიტეტის პირველი სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ პროფესორმა მიხალ მიოვსკიმ და ნარკოლოგიის დეპარტამენტის კვლევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა რომან გაბრჰელიკმა მიმართეს. სასწავლო ვიზიტის პროგრამის ფარგლებში, აკადემიური კეთილსინდისიერების და კვლევის ეთიკის საუკეთესო პრაქტიკა და რეკომენდაციები წარადგინეს ჩარლზის უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტის, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ევორპული ქსელის/ასოციაციის (ENAI) მკვლევარებმა და მეცნიერებმა.