კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი 2023

2023 წლის 25 ივლისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებს, მათი სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სააქტო დარბაზში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე მიესალმა და კურსდამთავრებულებს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მინიჭება მიულოცა.

ასევე, კურსდამთავრებულებს მიესალმნენ: სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი (გივი) ბუცხრიკიძე, განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური, იურიდიული ფაკლუტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ხობელია.

კურსდამთავრებულებს წარმატებული მომავალი უსურვა სტუდენტური თვითმმართველობის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი კურტანიძემ.

კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა წარმატებული კურსდამთავრებულები, მათი სკოლების დირექტორები და წარმატებული შვილების აღზრდისთვის, მათი მშობლები სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვა.

არაერთი სამადლობელი სიტყვა ითქვა კურსდამთავრებულთა მხრიდანაც. მათ მადლობა მოახსენეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საუკუთესო წლბის გატარებისთვის.

დასასრულს გაიმართა ქუდების ცაში ასროლის ტრადიციული ცერემონია.