საზაფხულო სკოლის სარეგისტრაციო ფორმა

პროექტი „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ დაფინანსებული რუსთაველის ეროვნული სამცნიერო ფონდის მიერ, აცხადებს მსმენელთა მიღებას საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში .
პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ჩატარებას ახალგაზრდა მკვლევართათვის. პროექტი განხორციელდება სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა ხვალისთვის“ მიერ ერთობლივად დაფუძნებული აფხაზური ცენტრის სახელით.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ჩაერთვებიან Horizon Europe – ის ეროვნულისი ოფისის წარმომადგენლები, მოწვეული ლექტორები ისრაელიდან და თურქეთიდან.
საზაფხულო სკოლის ბენეფიციარები იქნებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტები, მაგისტრები, დოქტორები ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, ზაფხულის სკოლის მსმენელი გახდება 15 ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც სწავლობს, ან დაინტერესებულია საქართველოს
ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის მეცნიერული შესწავლით.
მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, საკონკურსო განაცხადებს განიხილავს საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტი. ყურადღება მიექცევა სამეცნიერო აქტივობებსა და საკვლევი თემატიკით დაინტერესების მოტივაციას.
განხორციელების პერიოდი: 25 აგვისტო-30 აგვისტო
ლოკაცია: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი



სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScCYJPjaltODCi5tHqTU3q9Xg-B3MbK4hOSnEgmjnBas-J_rA/viewform


საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების სასტუმრო და კვების
ხარჯები სრულად იფარება


საკონტაქტო ინფორმაცია:
საზაფხულო სკოლის კოორდინატორი , მერი სახამბერიძე
ტელეფონი: +995 591 411272
მეილი : [email protected]