საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მაგისტრატურას განსაზღვრავს, როგორც: „აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის“.

 

სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი (2022-2023 ს.წ)

  1. საქართველოს ისტორია – მიმართულება ჰუმანიტარული,  კვალიფიკაცია: საქართველოს ისტორიის მაგისტრი, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 10;
  2. ქართველური ენათმეცნიერებმიმართულება ჰუმანიტარული, კვალიფიკაცია: ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრი, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 10;
  3. ქართული ლიტერატურის ისტორიმიმართულება ჰუმანიტარული, კვალიფიკაცია: ფილოლოგიის მაგისტრი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 10;
  4. ბიზნესის ადმინისტრირება – მიმართულება ბიზნესი და ეკონომიკა, კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 20;
  5. აგროტექნოლოგია – მიმართულება აგრარული, კვალიფიკაცია: აგროტექნოლოგიის მაგისტრი, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 10;
  6. ბიზნეს-ინფორმატიკა – მიმართულება ინფორმაციული ტექნოლოგიები, კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 10;
  7. ასტრონომია – მიმართულება მათემატიკა და ფიზიკა კვალიფიკაცია: ასტრონომიის მაგისტრი, საფასური: 2000 ლარი, ადგილების რაოდენობა: 10;

 

 

სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა

პროგრამის მოცულობა – 120 ECTS (წელიწადში – 60 ECTS, სემესტრში – 30 ECTS)
მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი – 30 ECTS.

მაგისტრატურაში ჩარიცხვის პირობები:

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სწავლა შეუძლიათ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

 

სამაგისტრო  პროგრამებზე  სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (საქართველოს მოქალაქეს), რომელმაც ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, გადალახა   ტესტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მიღებული ქულების საფუძველზე მოიპოვა უფლება ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე.

კონკურსანტი აბარებს გამოცდას უცხო ენაში (B2), ან შეუძლია წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). უცხოელი მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხოელი მოქალაქეებისათვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის აუცილებელი პირობაა ქართული ენის B1+/B2 დონეზე ცოდნა, რადგან პროგრამაზე სწავლა ხორციელდება ქართულ ენაზე. ამიტომ, უცხოელი მოქალაქეები წარმოადგენენ  ქართული ენის B2 დონეზე ფლობის შესახებ სერთიფიკატს, ან აბარებენ გამოცდას ქართულ ენაში. პროგრამაზე ასევე შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (რომელთა გაცემულ დიპლომს აღიარებს სახელმწიფო) და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა სპეციალობის მაგისტრანტებმა მობილობის წესით, მაგისტრატურაში ჩარიცხვის უფლება აქვს აგრეთვე პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, მაგრამ არჩეული მიმართულებისაგან განსხვავებულ სპეციალობებში. უნივერსიტეტში არსებული წესის შესაბამისად პროგრამაზე შესაძლებელია განხორციელდეს სტუდენტების ჩარიცხვა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა კონკურსანტმა დადგენილ ვადებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღებას ახორციელებს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის განყოფილება.

იხილეთ სამაგისტო ნაშრომის შესრულების ინსტრუქცია

იხილეთ ვრცლად უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება

 

სწრაფი წვდომის ბანერები