სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხადდება მიღება მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე
რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 14 სექტემბრიდან 25 სექტემბრის 18:00 სთ-მდე !
ასატვირთი დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა)
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად)
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან
- CV (ავტობიოგრაფია)
- პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
შენიშვნა: დოკუმანტაციის ასატვირთად აუცილებელია გქონდეთ Gmail-ის ფოსტა.
ტექნიკური დახმარებისთვის დაუკავშირდით ტელ: 577 98 77 84
მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:
- ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) –
- სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)