მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სჯსუში

10 ოქტომბერს, მსოფლიო მენტალური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს.

ამ დღის მიზანია მსოფლიოში ცნობიერების გაზრდა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ და დამატებითი ძალისხმევის მობილიზება იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან.

ამ დღის აღსანიშნავად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ჯამრთელობის კვირეული, რომელიც მომზადებულია Erasmus+ E-PSY ფარგლებში:

11 ოქტომბერს 11:00 საათზე, უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც განთავსდება ბანერი და ბროშურები მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და E-PSY პროექტის შესახებ; 12:00 საათზე სტუდენტებისათვის ჩატარდება საჯარო ლექცია „ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“ ლექციას წაიკითხავს – ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი – გულიკო ბექაური (ოთახი 123)

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება ვორქშოფი თემაზე- ფსიკოლოგიური ჯანმრთელობა და რეკომენდაციები, შეხვედრას გამართავს E-PSY პროექტის წევრი – ქეთევან ნარიმანიშვილი (ოთახი 307).

გისურვებთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას!