ონლაინ სწავლების ტექნოლოგიები

მიმდინარე წლის 3-5 ოქტომბერს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 404-ე აუდიტორიაში,   ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ,DITECH-Erasmus+ (Developing and ImplementingTechnology Enhanced Teaching and Learning at Georgian   HEIs).

 პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-ვორკშოპი თემაზე: ონლაინ სწავლების საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და პლათფორმები. ტრენინგს უძღვებოდნენ ამავე პროექტის ფარგლებში, ტალინის (ესტონეთი) ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გადამზადებული სტაფი: პროფ. თინა გელაშვილი(პროექტის მენეჯერი), დოქტორები: მარიამ კენჭოშვილი და ნინო ბერიძე. ასევე, საინფორამციო ტექნოლოგიებს სპეციალისტი, ხათუნა კვინცხაძე. ტრენინგს ესწრებოდა უნივერსიტეტის 37 აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომლებიც გაეცვნენ ონლაინ სწავლების შემდეგ პლათფორმებს: Camtasia, Snagit, ThingLink, Info-graphic, Canva, MINDOMO, H5P, Miro, Edpuzzle. აკადემიური პერსონალის უკუკავშირის მიღების შემდეგ, გამოიკვეთა შეთავაზებულ პლათფორმებზე დიდი ინტერესი და სასწავლო კურსებში მისი დანერგვის სურვილი. დამსწრე პერსონალზე გაცემული იქნება შესაბამისი სერთიფიკატი.