როინ თათეშვილის საჯარო ლექცია

6 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “წარმატებული მეწარმეობისთვის საჭირო უნარები, ინსტრუმენტები და გარემო“.

შეხვედრას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი როინ თათეშვილი.

ლექციაზე საუბარი შეეხო სასარგებლო და საინტერესო საკითხებს, რაც მეწარმეებს წარმატებულ საქმიანობაში დაეხმარებათ;

შეხვერდას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პერსონალი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და საკითხით დაინტერესებული პირები მათ შორის მეწარმეები და ბიზნეს-ოპერატორები.