შეხვედრა ერევნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

    მიმდინარე წლის 4 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, პროფესორი რევაზ ჭიღლაძე, „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისის კოორდინატორი მერი სახამბერიძე ზუმის პლატფორმის საშუალებით შეხვდა ერევენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს : საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე მარკაროვს, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანს რაფიკ ჰაკობიანს და არამ საჰარიანს.

     სამუშაო შეხვედრისას მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს  ასტროფიზიკის მიმართულებით არსებული გამოცდილება. განიხილეს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შექნის საკითხი, რომლის განხორციელებისათვის გამოყენებული იქნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა გარდა აბასთუმნისა და ბიურაკანის ობსერვატორიების სამეცნიერო რესურსი.

    სამუშაო შეხვედრას ორგანიზება გაუწია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ.