სალომე ზვიადაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

8 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ შექმნილი დარგობრივი კოლეგიის სხდომაზე გაიმართა დისერტანტ სალომე ზვიადაძის სადისერტაციო ნაშრომის „ძველი ქართული ტიპიკონი: ლიტურგიული ტრადიცია და სიახლე“ დაცვა. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან სულავა.

შეხვედრა გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მაკა ბერიძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე.დარგობრივი კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი, სხდომის მდივანი ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დალი ბეთხოშვილი.

შემდგომი მსვლელობა წარიმართა დებულების შესაბამისად; დოქტორანტმა სალომე ზვიადაძემ წარადგინა ნაშრომი, ისაუბრა საკვლევი თემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე.

შეხვერდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დოქტორანტმა უპასუხა დასმულ კითხვებს.ამის შემდეგ, ნაშრომის შესახებ რეცენზიები წარმოადგინეს რეცენზენტებმა: ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებული პროფესორმა ქეთინო გრძელიშვილმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ემერეტუს-პროფესორმა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა.

ბოლოს, დოქტორანტ სალომე ზვიადაძის მიერ საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი მსჯელობის, რეცენზენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა და დასმული კითხვების პასუხებზე დაყრდნობით დარგობრივი კომისიის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალური მსჯელობის საფუძველზე შეაფასა დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი შეფასებით „ძალიან კარგი“.სადოქტორო საბჭომ კენჭი უყარა დარგობრივი კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და სალომე ზვიადაძეს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.