საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

სჯსუ ულოცავს ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მეორე და მესამე კურსელ სტუდენტებს სირუნიკ ავეტისიანსა და ნინო ზედგინიძეს ამ უდიდეს წარმატებას!

სირუნიკი და ნინო 2023 წლის ზაფხულში ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის საზაფხულო გაცვლითი პროგრამის (2023 Study of the U.S. Institute (SUSI) for Student Leaders on Civic Engagement) ფარგლებში ხუთი კვირით გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოინახულებენ ვაშინგტონის უნივერსიტეტს სიეტლში და გაეცნობიან ამერიკის ისტორიასა და კულტურას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამით ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 მონაწილე შეირჩა და მათ შორის არიან ჩვენი სტუდენტები!

წარმატებებს გისურვებთ!