სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი უნივერსიტეტში

18 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო  ა/ო ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“. პროექტის დამფინანსებელი ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელი კონრად ადენაუერის ფონდი. ფორუმში 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სამსახიურის წარმომადგენლები ღებულობდნენ მონაწილეობას. ფორუმის მუშაობა დაიწყო კონფერენციით, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, დემოკრატ მესხთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ჯაბა ნათენაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”  პროექტის წარმომადგენელმა თემურ ჯალიაშვილმა, ,,დროის ბანკის“ ექსპერტმა ავთანდილ მაჩიტაძემ,  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ და პოეტმა თათული ღვინიანიძემ. 

ფორუმის მონაწილე მოხალისეობის მსურველები გაეცნენ თითოეული ორგანიზაციის საქმიანობას და შეავსეს ანკეტა-კითხვარები.