უნივერსიტეტის გოგონათა ფრენბურთის გუნდი მუნიციპალიტეტის ჩემპიონია

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. თამაშებში ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაცია-დაწესებულებების გუნდები ხვდებოდნენ

10 ივნისს, ფინალური შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა.  გამარჯვებულ გუნდს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.