EPSYის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი რუმინეთში

2022 წლის 8-12 მაისს E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“)  პროექტის ფარგლებში, რუმინეთში, ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში (UTBV) განხორციელდა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონსორციუმის წევრებთან შეხვედრაში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი, პროექტის  მენეჯერი გურანდა მოდებაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – თეა თათენაშვილი და მკვლევარი, ფსიქოლოგი- ქეთევან ნარიმანიშვილი.  უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ქალბატონი – გუგული მაღრაძე და ნინო წერეთელი.

 შეხვედრის მიზანი იყო UTBV მიერ გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის პირველ დღეს UTBV ფსიქოლოგებმა მონაწილეებს გააცნეს სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის მუშობის სპეციფიკა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი სერვისები და აქტივობები, ასოცირებულმა პროფესორმა ვოინეა მიკაელამ (Voinea Mihaela) ისაუბრა თაობა Z-ის კონსულტირების თავისებურებებზე.

 ვიზიტის მეორე დღეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორმა ოანა ალინა ბოტამ (Bota Oana Alina) შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობა, ისაუბრა ცენტრის აქტივობების და კვლევების შესახებ. ასოცირებულმა პროფესორმა ანა მარია კაზანმა Ana Maria Cazan მონაწილეებს გააცნო კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის კვლევები და პროექტები, ფსიქოლოგიური ტესტები და შეფასების ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ ფსიქოლოგიური და საგანმანათებლო შეფასებისთვის. პროფესორმა დანიელა პორუმბუმ Daniela Porumbu მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება სტუდენტების კონსულტირების თავისებურებებზე, ისაუბრა აკადემიური სტრესის დაძლევის მექანიზმებზე და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, რაც მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში.