სჯსუს ლექტორი მობილობით რუმინეთში

2022 წლის 8-14 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის მოწვეული პროფესორი – ინგა ღუტიძე ერასმუს+ საერთაშორისო მობილობით იმყოფებოდა  რუმინეთის ქალაქ იაშის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტში.

იგი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ქართული ზმნის, საქართველოს ეთნოლინგვისტური მოზაიკის და ასევე ფაკულტეტის თხოვნით ქართული ლიტერატურის შესახებ. ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინული ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო დიდი იყო ინტერესი ქართული ფილოლოგიის შესახებ.

იაშის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის ალინა მალანსიუკის ორგანიზებით შედგა შეხვედრები, უნივერსიტეტის ფილოლოგიის პროგრამის დეკანთან, პროფესორებთან და ერასმუს + გაცვლითი პროგრამის სტუდენტებთან და მონაწილე პროფესორებთან. ვიზიტის ფარგლებში პროგრამის მონაწილეებისათვის მოეწყო ექსკურსიები ისტორიული ქალაქის – იაშის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

ერასმუს+ შესაძლებლობები ფართოა, ის დიდ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებსა და აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალს როგორც სამეცნიერო გამოცდილების გაზიარებისათვის, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.

მობილობას ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა – გურანდა მოდებაძემ.