სამუშაო შეხვედრა საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების შესახებ

სტუდენტთა ინფორმირების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა აწარმოებს სამუშაო შეხვედრებს სტუდენტებთან.

5 ნოემბერს 404 აუდიტორიაში შეხვედრა გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის პირველკურსელებთან. შეხვედრაზე სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა  ხათუნა კვინცხაძემ, სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენების საშუალებები.

სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საბიბლითეკო სერვისის შესახებ, რომელიც ელექტრონული რესურსებისთვის  შიდა ქსელის განახლებას უკავშირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა გაციფრულებული რესურსი ხელმისაწვდომია სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველა კომპიუტერიდან. ნაჩვევნები იქნა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ღია წვდომაში განთავსებული ელექტრონული წიგნები და მათი საძიებო სისტემა.

წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებისათვის სპეციალურად შექმნილი გზამკვლევი და ინსტრუქციები.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+INTEGRITY “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში დანერგილი პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა (Turnitin)-ის შესახებ.  

სტუდენტებმა მიიღეს მოკლე ინფორმაცია პლაგიატისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე.

აღნიშნული შეხვედრები გაგრძელდება ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.