სამუშაო შეხვედრა E-PSY -ის ფარგლებში

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”. ხსენებულ სამუშაო შეხვედრას უსწრებოდა თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტის ინსტიტუციონალური კოორდინატორები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი სპეციალისტი და პროექტის მენეჯერი გურანდა მოდებაძე დამკვლევარი ქეთევან ნარიმანიშვილი.  

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაორგანიზება, სარეკლამო კამპანიისთვის საჭირო დეტალები და ვებმასალების მომზადება.