ტრეინინგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან

ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივ დონეზე – ტრეინინგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან

2021 წლის 27-28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილემ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთა გამართა შეხვედრები.
შეხვედრაზე ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოისმინეს პროექტის შესახებ ინფორმაცია. პროექტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. შესაბამისად რა როლი აქვს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტრატეგიაში რეგიონის სპეციფიკას. ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ , თუ რა როლი აქვს უნივერსიტეტს რეგიონში. რა ძირითადი მახასიათებლები გააჩნია რეგიონს , როგორია რეგიონული კონკურენტუნარიანობის პირამიდული მოდელი, წარმატებული თანამშრომლობის განმსაზღვრელი ღირებულებები და სხვა ბევრი საკითხი .
პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/
https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal