2022 წლის 16 დეკემბერს დასრულდა პილოტირება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, Erasmus+ DITECH (Developing and Implementing Technology Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs) პროექტის ფარგლებში მომზადებულ კურსებში -,,ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენების საფუძვლები ახალ სასწავლო გარემოში“ და ,,საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლასა და სწავლებაში“.
საპილოტედ შერჩეული იქნა განათლების მიმართულების პროგრამის (BA+MA ინტეგრირებული პროგრამა) სტუდენტები.
სტუდენტებმა, გარდა თეორიული სწავლებისა, პრაქტიკულად შეისწავლეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პლთფორმები და სოფტები (Camtasia/Snagit; MINDOMO, ThingLink, H5P, Canva, Infographics, EDpuzze, Miro), რომლებსაც უძღვებოდნენ პროექტის სტაფის შემდეგი წევრები: თ. გელაშვილი, ხ. კვინცხაძე, ნინო ბერიძე და მარიამ კენჭოშვილი.
კურსი გაიარა 37 სტუდენტმა, მ.შ. 16 გამორჩეულ სტუდენტს, პროექტის მენეჯერმა, პროფ. თინა გელაშვილმა გადასცა სერთიფიკატები.
სერთიფიკატების გადაცემის შემდგომ სტუდენტებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შეძენილი ონლაინ სტუდიო. პროექტის სტაფის წევრმა, შ. ოთანაძემ სტუდენტებს გააცნო ლაბორატორიის შესაძლებლობები.
სტუდენტებმა კმაყოფილება გამოხატეს განვლილი კურსების მიმართ, რაც დასტურდება კიდეც მათ მიერ კურსის შეფასების კითხვარებითაც.
კურსების ჩატარება მომდევნო სემესტრში დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისთვისაც.