„წლის საუკეთესო მიღწევის“ აღიარება

2022 წლის 13 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა  2022 წლის „წლის საუკეთესო მიღწევის“გამოსავლენად წარდგენილი საკონკურსო თემის „ვეტერინარიის მიმართულებით SQIL პროექტთან თანამშრომლობა – მიღწევები და პერსპექტივა“ პრეზენტაცია (ავტორები, პროფესორები ლევან მაკარაძე, ლაშა ავალიანი, ნინო მილაშვილი), რომელიც აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო მიღწევად.

პრეზენტაციის მასალები განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონულ ჟურნალში.