სახელმწიფო აუდიტის შეთავაზება სტუდენტებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა, საჯარო სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამაზე მსურველ პირთათვის, განაცხადების მიღება დაიწყო. სახელმწიფო აუდიტს სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტს და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობით  ისარგებლებენ და 2000 ლარის ნაცვლად 750 ლარს გადაიხდიან.

სასერტიფიკაციო პროგრამაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი. 

იხილეთ პროგრამის ბროშურა და დღის წესრიგი