უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა საგრანტო ხელშეკრულებას

🔷 აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, პირველი წლის აქტივობების წარმატებით განხორციელების შემდეგ, ხელი მოეწერა მეორე წლის საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებს საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

🔷 USAID საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

🔷 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.