სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით სტაჟირების სისტემა დაინერგა.
სტაჟირების პროცესი იურიდიული განათლების მქონე პირებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, ღია კონკურსის საფუძველზე, გახდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუნდის წევრები.
სტაჟირების პროგრამის მიზანი კვალიფიციური, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე იურისტების მოძიება და მათ განვითარების ხელშეწყობაა.
სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელიც აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით, ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გაივლის.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2020 წლის 5 ოქტომბერს გამოცხადდება.
კონკურსით დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
სტაჟირებით დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც ამ ეტაპისთვის არ აქვთ ჩაბარებული ზემოთ დასახელებული ერთ-ერთი საკვალიფიკაციო გამოცდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/542/
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ, სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი: