სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“

   USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან  (JRC) ერთად განახორციელა სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“

ამ კონკურსის მიზანი იყო რეგიონული უნივერსიტეტების  სტუდენტების წახალისება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება აგროჟურნალისტიკის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა გადაიღეს შვიდი მოკლე ფილმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პრიორიტეტული ქვე-სექტორების შესახებ.

თითოეული ფილმი ასახავდა, როგორც USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ასევე საქართველოს მთავრობის როლს ქვე-სექტორების განვითარებაში.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა სამცხე-ჯავახეთის სახელმიწოფო უნივერსიტეტის გუნდი: მიხეილ დარბაიძე, ნატალია ვარდიძე, რიმა სუდაძე, თამარ კორტი. კოორდინატორი თეა თათენაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კასპის საკონსერვო კომბინატის შპს “თიემთი”-ს რჩეული გახდა .

იხილეთ საკონკურსო ვიდეო რგოლი>>>