6 ოქტომბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. რექტორმა მაკა ბერიძემ, დეკანმა გულიკო ბექაურმა და პროგრამის ხელმძღვანელმა ირმა ქურდაძემ სერთიფიკატი გადასცეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტს ნათია ნათენაძეს, რომელიც ქუთაისში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციზე “ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ საუკეთესო ესეს ავტორად დასახელდა.
მის მიერ წარმოდგენილი ესე, სახელწოდებით “ორი ეპოქა–ერთი პრობლემის კვალდაკვალ” საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრების მიერ ერთხმად საუკეთესოდ იქნა აღიარებული.