FAO-ს ორგანიზებით და ფინასური მხარდაჭერით, 26 მარტს ვეტერინარი სტუდენტებისთის ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგიის, ხარისხისა და უვნებლობის საკითხებზე
26 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში FAO-ს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ანუკი ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა პირველი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებისთვის. თეორიული ტრენინგის თემები მოიცავდა ინფორმაციას საქართველოში დღეს არსებულ რძის სექტორის მდგომარეობასა და საჭიროებებზე. კერძოდ:. რძესა და რძის პროდუქტებზე, სურსათის უვნებლობასა და კანონმდებლობაზე, კლინიკურ და ფარულ მასტიტებზე, მის სწრაფ დიაგნოსტიკაზე და პრევენციაზე, ანტიბიოტიკების სწორი გამოყენების მნიშვნელობასა და კუმულაციაზე, ასევე ტრენინგის დროს სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა ზოონოზური ინფექციების დიაგნოსტიკასა და პრევენციულ ღონისძიებებზე , მიკვლევადობისა და საფრთხეების მნიშვნელობაზე.
ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდა , რძის გადამამუშავებელ საწარმოში და ხელოვნური განაყოფიერების ბაზაზე. სტუდენტებს მიეცათ საშუალება სწრაფი ტესტების გამოყენებით განესაზღვრათ ნედლი რძის პარამეტრები ლაქტოსკანით და ფარული მასტიტების არსებობა. ასევე მონაწილეებს გაუზიარდათ ინფორმაცია ანტიბიოტიკების სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებ . შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსი, პროფესორი ნინო მილაშვილი, ცხოველთა ჰიგიენისა და კეთილდღეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ არეშიძე, ცხოველთა კვების მიმართულების ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი კობა ნაცვალაძე, გამრავლების ბიოტექნოლოგიისა და მეანობა რეპროდუქციული დაავადებების მიმართულების ხელმძღვანელი დოქტორანტი გიორგი ბუცხრიკიძე.