2026 წლის 10 ივნისს ბიბლიოთეკაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი განათლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგს შემდეგ თემებზე:
- სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით, სამეცნიერო ნაშრომის მომზადების პროცესში საჭირო ტექნიკური რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების პრაქტიკულად გამოყენების სწავლება“
- მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის სანდო ელექტრონული რესურსების გამოყენება
ხოლო (ETHICS-Erasmus+ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities) პროექტის ფარგლებში, განხილული იყო კვლევის ეთიკის უზრუნველყოფის მექანიზმები.
შეხვედრა შერეულ ფორმატში ჩატარდა, ნაწილი სტუდენტების დარბაზში დაესწრო, ნაწილი ონლაინ ფორმატში შემოუერთდა ტრენინგს, განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები, დაისვა ბევრ საინტერესო შეკითხვა.
ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ: ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე და განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი მაია ქუქჩიშვილი.





