2019 წლის 10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის გამართა სამუშაო შეხვედრა სწავლების თანამედროვე მეთოდების დანეგვასთან დაკავშირებით. ტრენინგი ჩაატარეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ტრენერებმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა და გვანცა აბდალაძემ. ასევე, სტუმრად იმყოფებოდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია შეყილაძე და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი შორენა პარუნაშვილი.ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლეს განათლებაში კომპეტენციის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელობაზე.
ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდების დანეგვასთან დაკავშირებით
