სპორტული ღონისძიებები „ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში

2019 წლის 8 აპრილს,  საზეიმოდ გაიხსნა ფრენბურთის ჩემპიონატი ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის. ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი,  მაკა ბერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი მარინა გოგოლაძე, მერიის სპორტის სამსახურის სპორტული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი მაია სხირტლაძე. დღესვე  გაიმართა პირველი შეჯიბრებაც. აღნიშნული ჩემპიონატი ხორციელდება ახალციხის SKYE კლუბის, SKYE New Possibiliy ორგანიზებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, „ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში.