ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდების დანეგვასთან დაკავშირებით

2019 წლის 10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის გამართა სამუშაო შეხვედრა სწავლების თანამედროვე მეთოდების დანეგვასთან დაკავშირებით.  ტრენინგი ჩაატარეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ტრენერებმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა და გვანცა აბდალაძემ. ასევე, სტუმრად იმყოფებოდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია შეყილაძე და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი შორენა პარუნაშვილი.ტრენინგზე მსმენელებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლეს განათლებაში კომპეტენციის, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელობაზე.