სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე.
ქალბატონი ნინოს სახით უნივერსიტეტმა დაკარგა ღირსეული, საქმის ერთგული და პროფესიონალი კოლეგა. მისი ხსოვნა დარჩება სტუდენტთა არაერთი თაობის მეხსიერებაში.
უნივერსიტეტის პროფესურა, სტუდენტობა და ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.