16 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრონული კომერციის რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფოიეში გამოფენით დაიწყო, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქტი და მომსახურება წარუდგინეს.
ფორუმი ჩატარდა პროგრამის “ინტერნეტი განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელსაც 2018 წლის ნოემბრიდან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.