31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კონსორციუმის შეხვედრას ERASMUS+ CBHE პროექტის აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY), ფარგლებში.
შეხვედრის მიზანი იყო დაწესებულებების მიერ პირველ წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების და მეორე წლისთვის დაგეგმილი აქტივობების მიმოხილვა. ასევე, პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს რამდენად უზრუნველყოფილია უნივერსიტეტებში გადაწყვეტილების მიღების ეფექტური მექანიზმები და პროექტის აქტივობების განსახორციელებლად საჭირო რესურსების შესაბამისობა.
შეხვედრის პირველ დღეს პროექტის წევრ უსდ-ების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროექტის პიარ კამპანიები, რაც განხორციელდა პირველ წელს და იგეგმება მეორე წლისთვის. ხოლო მეორე დღე დაეთმო მიღწევების განხილვას. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველი დღის მიღწევებზე ისაუბრა პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა, პროფესორმა თინა გელაშვილმა.
ქართულ უსდ-ებთან ერთად, კონსორციუმის შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული ევროპული პარტნიორი უსდ-ების წარმომადგენლებიც. შეხვედრის განმავლობაში მათ წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს პიარ კამპანია აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით.კოორდინატორი ქეთევან დარახველიძე. კონსორციუმის წევრია 12 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 4 ევროპელი პარტნიორი უსდ: ვენის (ავსტრია), როეჰემპტონის(დიდი ბრიტანეთი), უფსალას (შვედეთი), დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტები.