11 ივნისს, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ქეთევან ფიფიამ დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დარგობრივი კოლეგიის წინაშე დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „ქართული საზოგადოების ეკონომიკური სტრუქტურა“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე.ოფიციალური რეცენზენტები: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ბედიანაშვილი,ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა ჯღარკავა. სადისერტაციო საბჭოს მდივანი ეკონომიკის დოქტორი პროფესორი ლავრენტი ჩიბურდანიძე.