28 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში აბიტურიენტთათვის გაიმართა ,,ღია კარის დღე“. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს უნივერსიტეტში არსებული სიახლეების შესახებ ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე, ამავე ღონისძიებაზე ვიდეორგოლის კონკურსში გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცათ სიგელები.