სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებაზე:
ქართველური ენათმეცნიერება – 2 ადგილი
დოქტორანტურაში მიღების ვადები:
რეგისტრაცია – 2022 წლის 7თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით .
გამოცდა ქართულ ენაში (უცხოელთათვის) – 10 მარტი
გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 11 მარტი
გამოცდის შედეგების აპელაცია და შედეგები – 14 მარტი
გამოცდა ინგლისურ ენაში – 11 მარტი
გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 12 მარტი
გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები – 15 მარტი
კვლევითი განაცხადის განხილვის შედეგები – 17 მარტი
კვლევითი განაცხადის განხილვის შედეგების აპელაცია – 18 მარტი
აპელაციის შედეგები – 19 მარტი
გამოცდა სპეციალობაში – 21 მარტი
გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 22 მარტი
გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები 24 მარტი
ჩარიცხვა – 25-28 მარტი
ხელშეკრულების გაფორმება – 28 მარტიდან – 28 მაისამდე.
დოქტორანტურაში მიღების ეტაპები;
პირველი ეტაპი: რეგისტრაცია
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ 2022 წლის 7 თებერვლიდან – 7 მარტის ჩათვლით (18:00 საათამდე) ბმულზე https://forms.gle/qA1zYc4jmZNmD3tf7
(რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასატვირთად რეგისტრირებული უნდა იყოთ gmail-ის ფოსტზე)
1. განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა იხ.)
2. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხ. )
3. ავტობიოგრაფია (CV)
4. მაგისტრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დოკუმენტი
5. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
6. ერთი ფოტოსურათი (3X4) ;
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ).
8. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სერტიფიკატი, ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
შენიშვნა: საბუთების მიღებას დაგიდასტურებთ ადმინისტრაცია.
მეორე ეტაპი: გამოცდა ქართულ ენაში
უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა ქართულ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა). გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.
გამოცდა ქართულ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ქართულ ენაში
მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში (იხილეთ მითითება)
კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა უცხოურ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა). გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.
გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ინგლისურ ენაში
მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია
დოქტორანტობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს აფასებს დარგობრივი საგამოცდო კომისია. მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი – 21 ქულა.
სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 3].
მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა სპეციალობაში
ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე. მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი – 31 ქულა. ზეპირი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ
პროგრამაზე მისაღები დოქტორანტობის კანდიდატის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის ეტაპებზე მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.
ხელშეკრულების გაფორმება
უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან არა უმეტეს ორი თვის ვადაში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა. დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას (სადოქტორო პროგრამის შესაბამისად), რომელიც დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგის/დარგების და/ან ქვედარგისა და სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, ასევე დოქტორანტის აკადემიურ გამოცდილებაზე.