სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით საგანგებოდ სტუდენტებისათვის, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნა მარკ კამოლეტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ვთამაშობთ მეგობრულ ოჯახს“, რომლის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ნინო შოთაძე.
სტუდენტებს მოეწონათ კამოლეტის გასცენიურებული კომედია და განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ამ ინიციატივის მიმართ.
სპექტაკლის დასასრულს სტუდენტებს სიტყვით მიმართეს უნვერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლია სულუაშვილმა, მათი ინიციატივითა და სტუდენტების სურვილის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდეს სტუდენტური დასი.