მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში EU-ERASMUS + ASSET პროექტის (შეფასების ინსტრუმენტები უმაღლესი განათლების სასწავლო გარემოსთვის) ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი, რომლის მიზანიც იყო აკადემიური პერსონალი (23 აკადემიური პერსონალი) გაცნობოდა განმავითარებელი შეფასების ინოვაციურ ინსტრუმენტს-Peer/Self Assesement, Reflective Diary (თვითშეფასება/მეწყვილის შეფასება და რეფლექსიური დღიური), უძღვებოდა პროექტის სტაფის წევრი, ასოცირებული პროფესორი, მაკა მურვანიძე.
ზემოაღნიშნული შეფასების ინსტრუმენტი ევროპის წამყვან უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე აპრობირებული და დანერგილია. იგი ხელს უწყობს სტუდენტის ფსიქო-სოციალურ, ფიზიკურ და ზოგადად, პიროვნული შესაძლებლობების/პოტენციალის ზრდას. აგრეთვე, თვითანალიტიკური და სოციალური უნარების განვითარებას.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე სასწავლო წლიდან იწყებს ASSET-ERASMUS+ პროექტის ფარგლებში განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტების, მ.შ. Peer/Self Assesement, Reflective Diary -ის პილოტირებას და დანერგვას სხვადასხვა სასწავლო კურსებში.