ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2002-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს მიღებას

აგრონომიის (1 ადგილი)

ინფორმატიკის (1 ადგილი)

სადოქტორო პროგრამაზე

 პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის (გამოცდა სპეციალობაში) საფუძველზე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. განცხადება   (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა);

2. ავტობიოგრაფია (CV) (ჩამოტვირთეთ CV-ის ფორმა);

3. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული. მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომის (ხუთწლიანი დიპლომის) წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია მაგისტრთან გათანაბრების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან;

4. შერჩეული  კვლევითი  თემის  კონცეფცია;

5. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

6.   ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია;

7. გამოქვეყნებული შრომების სია   (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

8. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) /ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დიპლომი – ინფორმატიკის პროგრამისთვის;

ინგლისური ენის, ან რუსული ენის, ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) /ინგლისურენოვანი (რუსულენოვანი, გერმანულენოვანი) პროგრამის დამთავრების დიპლომი – აგრონომიის პროგრამისთვის;

9. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ქართულენოვანი პროგრამის დამთავრების დიპლომი (დოქტორანტობის უცხოენოვანი კანდიდატისათვის).

შენიშვნა:  კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა უცხოურ ენაში/ქართულ ენაში. გამოცდებს ჩაიბარებს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი.


იხილეთ ვრცლად უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის განმარტება

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს

01 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად

რეგისტრაციის ლინკი https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc14XUDSDquKe9WkRd4OjmsxcyJDH2DzytY4smJgBXPP3uARg/viewform?fbclid=IwAR0f-9TlgDPS1nvCpZpV2DWG9mQcY5TQ88asIqBDTB3A5gQXytuwsFBCPX4

(დოკუმენტაციის ასატვირთად აუცილებელია კონკურსანტი დარეგისტრირებული იყოს  gmail-ის ელ.ფოსტაზე)

გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, რუსული) ჩატარდება (ელექტრონულად) 2021 წლის 22 იანვარს 12 საათზე.

გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება (ელექტრონულად) 2021 წლის 25 იანვარს 12 საათზე.

საკონტაქტო ტელეფონი : 577 98 77 84;

ელფოსტა:  [email protected]