ცხადდება მიღება ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:

ქართული ლიტერატურის ისტორია – 3 ადგილი

ქართველური ენათმეცნიერება    –     3 ადგილი

ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამა იხილეთ [დანართი 1]

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

რეგისტრაცია – 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

გამოცდა ქართულ ენაში (უცხოელთათვის) – 20 სექტემბერი 12 საათზე;

გამოცდის შედეგების გამოქვეყნება –  21 სექტემბერი;

გამოცდის შედეგების აპელაცია  და  შედეგები – 23 სექტემბერი;

გამოცდა ინგლისურ ენაში – 20 სექტემბერი, წერა-მოსმენა 12 საათზე – 404 აუდიტორიაში, I კორპუსი; საუბარი ონლაინ 15 საათზე ზუმში

https://zoom.us/j/93190736931?pwd=eUxOOWRxeFltM2M2dlgvNlU4ZWdaUT09

გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 21 სექტემბერი;

გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები – 23 სექტემბერი;

კვლევითი განაცხადის განხილვა – 24 სექტემბერი 16 საათზე ზუმში https://zoom.us/j/93190736931?pwd=eUxOOWRxeFltM2M2dlgvNlU4ZWdaUT09

კვლევითი განაცხადის განხილვის შედეგები – 25 სექტემბერი

კვლევითი განაცხადის განხილვის შედეგების აპელაცია – 26 სექტემბერი

აპელაციის შედეგები – 27  სექტემბერი

გამოცდა სპეციალობაში – 1 ოქტომბერი, 15 საათზე ზუმში https://zoom.us/j/93190736931?pwd=eUxOOWRxeFltM2M2dlgvNlU4ZWdaUT09

გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 2 ოქტომბერი;

გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები 4 ოქტომბერი;

ხელშეკრულების გაფორმება – 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით;

დოქტორანტურაში მიღების ეტაპები

პირველი ეტაპი: რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ   2021 წლის  2 აგვისტოდან 12 სექტემბრის  ჩათვლით (18:00 საათამდე) ბმულზე https://forms.gle/qA1zYc4jmZNmD3tf7

(რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასატვირთად  რეგისტრირებული უნდა იყოთ gmail-ის ფოსტზე)

1. განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა იხ.) [განცხადება]

2. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (ფორმა იხ. ) [დანართი N3]

3. ავტობიოგრაფია (CV)

4. მაგისტრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების  დოკუმენტი

5. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი

6.  ერთი ფოტოსურათი (3X4) ; 

7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ). 

8. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სერტიფიკატი, ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

 საკონტაქტო პირი რეგისტრაციაზე: 577 987784, 595 209262

მეორე ეტაპი:

გამოცდა ქართულ ენაში

უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა ქართულ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.  კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.

გამოცდა ქართულ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ქართულ ენაში [დანართი 4]

გამოცდა ინგლისურ ენაში

კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება  გამოცდა უცხოურ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ინგლისურ ენაში [დანართი 5]

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია

დოქტორანტობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს აფასებს დარგობრივი საგამოცდო კომისია. მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი –  21 ქულა.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 3].

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა სპეციალობაში

ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე. მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი – 31 ქულა. ზეპირი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 6]

პროგრამაზე მისაღები დოქტორანტობის კანდიდატის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის ეტაპებზე მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება

უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან არა უმეტეს ორი თვის ვადაში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა. დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას (სადოქტორო პროგრამის შესაბამისად), რომელიც დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგის/დარგების და/ან ქვედარგისა  და სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, ასევე დოქტორანტის აკადემიურ გამოცდილებაზე.