ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლის 9 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა შეხვედრა.
შეხვედრაზე 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზე შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად. კონფერენციის ჩამოყალიბებაზე ხელმომწერი უნივერსიტეტებია: სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ -ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს – კავკასიის უნივერსიტეტი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს – ქუთაისის უნივერსიტეტი, სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივრიტეტი, სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა 9 ივლისს, 2 საათზე და მას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ადგილობრივი თვითმართველობა.
პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი