ცხადდება დეკანის არჩევნები 2022 წლის 3 იანვრიდან

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის 2021 წლის N12.2. გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე ცხადდება დეკანის არჩევნები.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 3 იანვარს და გაგრძელდება 2022 წლის 17 იანვრის ჩათვლით. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება 2022 წლის 14 თებერვალს.

ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატმა რეგისტრაციის მიზნით უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს ფოსტაზე [email protected] შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
  • სამოქმედო გეგმა.

დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

ფაკულტეტის საბჭო დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით.

დეკანის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას ფაკულტეტის საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 თუ დეკანობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების სათანადო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი თარიღი და არჩევნები ტარდება იმავე წესით.

დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიურისაბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

გ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმასა დასაგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;

ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს  კანონმდებლობით, უნივერსიტეტის  წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 1,1 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.