ინფორმაცია მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე-2023


60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 26 სექტემბერს;

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა  (წერა)  ჩატარდება  მიმდინარე წლის  27 სექტემბერს;

გასაუბრება  ჩატარდება  მიმდინარე წლის   28  სექტემბერს ;

გამოცდა ჩატარდება ზუმის პლატფორმის საშუალებით, წერითი და ზეპირი დავალების ლინკები დაიდება მოგვიანებით, რომელიც გეცნობებათ დამატებით.

სააპელაციო განცხადების მიღება  იწარმოებს  2 ოქტომბერს;

საბოლოო შედეგების გამოცხადება –  4 ოქტომბერს.


რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWpzsbBRXdAoACrhf9pFKsVkWeZxkPgfJ6fsyO9PppFr3epw/viewform

 (გაითვალისწინეთ რეგისტრაციისთვის საჭიროა ყველა კონკურსანტს ჰქონდეს gmail-ის ფოსტა)

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა);
  • ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად);
  • CV (ავტობიოგრაფია);
  • პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.

მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:

  • ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია
  • ისტორია
  • ფიზიკა
  • ბიოლოგია
  • ქიმია
  • სამოქალაქო განათლება
  • ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

გისურვებთ წარმატებას!