სოციალური პროგრამით სწავლის დაფინანსება

სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდება 25 ოქტომბერს 18:00 საათზე
ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება ხდება რამდენიმე კატეგორიის მიხედვით:

1. სტუდენტები რომლებიც არიან:

1.1 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

– დაბადების მოწმობა;

– მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობა/მოწმობები;

– სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდებარომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულისუგზოუკვლოდ დაკარგულის და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი.

1.2  1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

დაბადების მოწმობა;

მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობა/მოწმობები;

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის 1998 წლის მაისისა ან 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულის შვილი.

1.3 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი.

2. სტუდენტები რომლებიც არიან:

2.1 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილებისოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

დაბადების მოწმობა;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული  ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის შვილი.

2.2 საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტი არის საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მქონე სამხედრო მოსამსახურე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

2.3  საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების შვილებისოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

სტუდენტის დაბადების მოწმობა;

მშობლის პირადობის მოწმობა;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, სამხედრო მოსამსახურის (მშობლის) საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ სტუდენტის მშობელი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.

3. სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-50/4, №IV-50/2), რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

4. სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000- ზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში უნდა ატვირთონ:

სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედების ვადის მქონე ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70 000 ან ნაკლები

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ.  გვერდს მის: www.mes.gov.ge   ან ელ. პორტალს:  http://socreg.mes.gov.ge

  კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე  577 95 77 01

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება